воскресенье, 11 мая 2014 г.

დღე მეცხრე

ბოლო  დღეა  ყველაზე  საინტერესო ,  მნიშვნელოვანი და  სახალისოც.      ფასილიტაცია  შევადგინეთ  მოსწავლეებისათვის ,   ყველაფერი  გამოვაქვეყნეთ  ბლოგზე  და  წარმოვადგინეთ   პროექტის   პრეზენტაცია.  მადლობა  ნათიას  რომ  ასე  ხალისით  შეგვასწავლა  უამრავი  რამ.    დამშვიდობება    მიჭირს  ნათიასთან,  ძალიან  მომეწონა  მისი ტრენინგები.  

понедельник, 5 мая 2014 г.

დღე მერვე

როგორც ყოველთვის ტრენინგზე სიხარულით  გავრბივართ ახალი ტექნოლოგიების  შესასწავლად,  რაც  ძალიან სასიამუვნოა  და  მისაღები --  ეს  კი  ნათიას  დამსახურებაა.  ვისწავლეთ  ფასილიტაცია,  რაც  ძალიან  კარგად  გავიგე  შემდეგ  გეგმის  დასრულებას  შევუდექი,  რომელიც  აღმოჩნდა   შრომატევადი  და  საკმაოდ  დამღლელიც.   ეს  ყველაფერი  რაც  კი  წინა  დღეებში  შევასრულე  ბლოგზე  გამოვაქვეყნე.  

воскресенье, 4 мая 2014 г.

ჩემი პროექტის პორტფოლიო


დღე მეშვიდე

დღე ძალიან საინტარესო იყო,ნათიას რომ ვხედავ ვმშვიდდები, მისი მშვიდი ბუნება, სასიამუვნო ხმის ტემბრი და გარეგნობა ნამდვილად მომაჯადოვებელია, ვისწავლეთ განმავითარებელი თვითშეფასება, მიმდინარე შეფასებები, მოსწავლეთა მხარდაჭერა, ბმულების გადატანა და კიდევ ძალიან მომეწონა ანიმაციების გადატანა ბლოგზე,ვიხალისე და ისე გავიდა 4 საათი ვერ გავიგე აღარ მინდოდა წამოსვლა ,ეს ჩვენი ტრენერის დამსახურებაა და მადლობას ვუხდი ნათიას ყველაფრისათვის.

вторник, 29 апреля 2014 г.

დღე მეექვსე

ყოველი დღე მნიშვნელოვანი სიახლეებითაა მოცული. ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე და შევიტანეთ საბაზისო უნარჩვევები, ვისწავლეთ ჩასწორება კომენტარებით, როგორ გავაკეთოთ ბლოგზე რედაქტირება, მოვახდინეტ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშ რომის ადაპტირება. დღე საკმაოდ ნაყოფიერი იყო.